ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კარალეთში მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორა. სოფლის ძველი სახელწოდებაა ნაჭარმაგევი. ვახუშტის ცნობით
| „„ნაჭარმაგევი იყო სადგური მეფეთა და კეთილსანადირო; და აწ კარალეთად წოდვილი, ადგილი ტურფა, ჭალიან-მინდვრიანი, ნადირიანი, ფრინველიანი“.“ |
XI-XII საუკუნეებში ნაჭარმაგევი შიდა ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო. 1110 წელს დავით აღმაშენებელი თავისი ტაძრეულით იდგა ნაჭარმაგევს და იქიდან აწარმოებდა ბრძოლებს თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. ნაჭარმაგევს იხსენებს გიორგი III-ის და თამარის ისტორიკოსიც. XVIII საუკუნეშისოფელს დიდი ზიანი მიაყენა ლეკთა თარეშმა. მათ ერთ-ერთი შემოსევის დროს აიღეს კარალეთის ციხე, ხელთ იგდეს ტყვე და საქონელი
.
.
